ფეხბურთი

22:05 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "ნიუკასლთან" დამარცხდა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო.

„კაჭკაჭებმა“ „წითელ ეშმაკებს“ ყველაფერში აჯობეს და მეორე ტაიმში ორი გოლიც დაიმსახურეს. ანგარიში ჯო ვილოკმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს კალუმ ვილსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ 50 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო „მანჩესტერი“ ასევე 50 ქულით მეოთხეა, თუმცა ბურთების ბალანსით კონკურენტს ჩამორჩება.

„ნიუკასლი“ – „მანჩესტერი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ვილოკი (65), 2:0 ვილსონი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11125