ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდი“ 6:0 გაანადგურა, ხოლო კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ფრანგმა ფეხბურთელმა 3 გოლი 7-წუთიან ინტერვალში, 29-ე წუთიდან 36-ე წუთამდე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კარიმმა მადრიდულ კარიერაში პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაიტანა.
ბენზემას გარდა, სტუმართა კარში გოლები როდრიგომ, მარკო ასენსიომ და ლუკას ვასკესმა გაიტანეს. შედეგად, კარლო ანჩელოტის გუნდმა 6:0 მოიგო.
„რეალი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა ძალიან სოლიდურია - 12 ქულა. მომდევნო ტურში „სამეფო კლუბი“ 8 აპრილს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. თავის მხრივ, ბენზემას ბომბარდირთა დავაში 14 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება (3 გოლით).
„რეალი“ – „ვალიადოლიდი“ 6:0 (4:0)
გოლები: 1:0 როდრიგო (22), 2:0 ბენზემა (29), 3:0 ბენზემა (32), 4:0 ბენზემა (36), 5:0 ასენსიო (73), 6:0 ვასკესი (90)