ფეხბურთი

19:02 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდან როჯერსი "ლესტერიდან" დაითხოვეს

„ლესტერ სიტიმ“ წარუმატებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

50 წლის ჩრდილოირლანდელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით „კრისტალ პალასთან“ მარცხის შემდეგ გაწყდა. გუნდი მისმა ასისტენტებმაც დატოვეს.

როჯერსი „ლესტერს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოაგებინა, გარდა ამისა, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. თუმცა, „მელიებს“ ამჟამად რთული სეზონი აქვთ და პრემიერლიგაში 28 ტურის შემდეგ 25 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე არიან.

„ლესტერს“ „ასტონ ვილასთან“ უახლოეს შეხვედრაში ადამ სედლერი და მაიკ სტოუელი უხელმძღვანელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111087