კალათბურთი

17:20 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში "ბარსელონასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:79 წააგო. მატჩის ბედი ბოლო წამებამდე არ იყო გადაწყვეტილი, საბოლოოდ კი, კატალონიელებმა მოიგეს.

შერმადინმა 23:43 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა.

„ლენოვო ტენერიფე“ 18 მოგებით და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, „ბეტისს“ შეხვდება.

ამავე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თან მაკფადენის „მურსიამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და მეტოქე იოლად, 102:79 დაამარცხა.

მაკფადენმა 23:34 წუთში 15 ქულა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 გამოდგა.

რატი ანდრონიკაშვილმა მხოლოდ 1 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი ამ მწირ დროში 1 ქულით და 2 პასით შეეწია. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 2-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 10 მოგებით და 15 წაგებით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 აპრილს, „ობრადოიროს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115475