ძიუდო

15:24 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მატიაშვილს ანტალიის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს

ანტალიის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ ერთი ინარჩუნებს - ლევან მატიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის.

+100 კგ წონით კატეგორიაში მატიაშვილმა ალჟირელი ელ მეჰდი მოჰამედ ლილი, ბრაზილიელი რაფაელ სილვა, გერმანელი იონას შრეიბერი და რუმინელი ბლადუც სიმიონესკუ დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ იელე სნიპესთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ ვოოჰიეოკ სონს გაეჯიბრება.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ხარაზიშვილმა ბრაზილიელ ჯოვანი ფერეირასა და ისრაელის წარმომადგენელ ლი კოხმანს აჯობა, მაგრამ მესამე წრეში ბელგიელ კარელ ფუბერთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა დაასრულა.

ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბელგიელ სამი ჩოუჩის აჯობა, მაგრამ მეორე შეხვედრა უნგრელ როლანდ გოზთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ომარ საურიმ პირველივე შეხვედრაში დაასრულა გამოსვლა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან მარცხი განიცადა.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ხორვატი ივანა მარანიჩი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ პორტუგალიელ რაშელ ნუნიუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.12995