ფეხბურთი

11:00 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "ბარსელონას" დახრჩობას ცდილობენ, მაგრამ კლუბს სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ჩაძირვას ცდილობენ, მაგრამ ისინი „ბარსას“ ბოლომდე დაიცავენ. ამის შესახებ მან განცხადება Mundo Deportivo-სთან გააკეთა.

„გთხოვთ, იყოთ ერთიანი ჩვენი კლუბისა და ხელმძღვანელობის მოდელის დასაცავად. „ბარსა“ ყოველთვის უნდა იყოს მისი წევრების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების ნაზავი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს. ახლა ისინი ცდილობენ ჩვენს დახრჩობას, დახოცვას, მაგრამ ჩვენ „ბარსელონას“ სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება მსაჯთა კორპუსის ვიცე-პრეზიდენტისთვის ფულის გადახდას. არაა გამორიცხული კლუბს სანქციები უეფამაც დაუწესოს.

0.11332