„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა განაცხადა, ეს მატჩები ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის უფრო დიდი წნეხი იქნება, ვიდრე „როსონერისთვის“.
„ჩემპიონთა ლიგაზე ორი დაძაბული თამაში იქნება. პარადოქსულია, მაგრამ ეს მატჩები უფრო დიდი წნეხი იქნება „ნაპოლისთვის“, ვიდრე „მილანისთვის“, იმის გათვალისწინებით, როგორი გზა რჩება ფინალამდე გასავლელად და ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფიქრობ, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის არსებული უფსკრული ჩემპიონთა ლიგაზე არ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად „ნაპოლი“ „მილანზე“ ძლიერია“, - თქვა კოსტაკურტამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ და „მილანი“ 12 და 18 აპრილს დაუპირისპირდებიან.