ფეხბურთი

0:03 | 2.04.2023 | ნანახია NaN - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის აღსანიშნავად “ალ ნასრმა“ ტორტი დაუმზადა

პორტუგალიელი ფეხბურთელი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, ამ ამბის აღსანიშნავად, კი „ალ ნასრმა“ მას სპეციალური ტორტი დაუმზადა.



ლიხტენშტეინთან გამართულ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავას გადაასწრო და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებით რეკორდი დაამყარა.

საუდის არაბეთში, „ალ ნასრში“ დაბრუნებისას, კლუბმა ფეხბურთელს საჩუქარი გაუკეთა და მისი გამოსახულებიანი ტორტი დაახვედრა. გარდა რონალდუსადმი მიძღვნილი საჩუქრისა, „ალ ნასრმა“ ტორტი ახალგაზრდა ფეხბურთელს, აბდულრაჰმან გარიბსაც გაუკეთა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.



შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრში“ ახალი წლიდან თამაშობს. პორტუგალიელმა შემტევმა უკვე მოასწრო ახალ გუნდში 10 მატჩის ჩატარება, რომელშიც 9 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 28.10.2021
lagashi (6738)

ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში

14:32 | 26.10.2021
KoRBeN DaLLaS (24848)

წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.

10:13 | 27.10.2021
fidofido (3392)

ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ

09:48 | 27.10.2021
choloka (934)

დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0677
სარეკლამო ადგილი - 99
X x X