ფეხბურთი

23:35 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის" ავტობუსს „სიტისთან" თამაშის შემდეგ თავს დაესხნენ

პრემიერლიგის 29-ე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის შემდეგ (1:4), უცნობი პირები „ლივერპულის“ ავტობუსს თავს დაესხნენ - წერს The Sun.

წყაროს ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მერსისაიდელები თამაშის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, თავს დაესხნენ და დააზიანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის სარკმელს აგური ესროლეს, რის შედეგადაც სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

„მანჩესტერ სიტიმ“ ამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„მანჩესტერ სიტის“ აცნობეს, რომ „ლივერპულის“ შტაბის თანამშრომელი დღევანდელი თამაშიდან დაბრუნებისას დაშავდა. საცხოვრებელ უბანში გუნდის ავტობუსისკენ ნივთი ისროლეს.

მსგავსი ინციდენტები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენ მკაცრად ვგმობთ პასუხისმგებელი პირების ქმედებებს. ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინციდენტის გამოძიებას დიდი მანჩესტერის პოლიციის მიერ და დავეხმარებით რითიც შეგვიძლია.

გარდა ამისა, კლუბი იმედგაცრუებულია იმით, რომ დღევანდელი მატჩის დროს მასპინძელი გულშემატკივრებისგან უწმაწური შეძახილები ისმოდა. ვწუხვართ ნებისმიერი შეურაცხყოფის გამო და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მატჩებისას ასეთი სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად.“ - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115503