ფეხბურთი

22:43 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისევ 8 ქულა

„ლივერპულმა“ ვერ მოახერხა „მანჩესტერ სიტისთვის“ კვანტის დადება საჩემპიონო რბოლაში. „ქალაქელებმა,“ განსაკუთრებით მეორე ტაიმში, აშკარად აჯობეს მერსისაიდელებს. თუმცა თავიდან გულშემატკივრები ცოტა ანერვიულეს.

ანგარიში „წითლებმა“ გახსნეს. კონტრშეტევაზე სალაჰმა ამ სეზონში „სიტისთან“ ოთხ შეხვედრაში მეოთხე ბურთი გაიტანა. გაშვებულ გოლს მანკუნიანელები დიდად არ დაუძაბია. ათი წუთის შემდეგ წონასწორობაც აღადგინეს, თავი ტრავმირებული ჰოლანდის შემცვლელმა, ხულიან ალვარესმა გამოიჩინა.

შესვენების შემდეგ კი „ქალაქელთა“ უპირატესობა აშკარა გახდა. შვიდი წუთის განმავლობაში დე ბრუინმა და გიუნდოგანმა „სიტის“ უპირატესობა კომფორტული გახადეს, მათი მეკარე ედერსონი კი უსაქმოდ იდგა. მატჩს წერტილი გრილიშმა დაუსვა, რომელსაც რამდენიმე გოლის გატანა მანამდეც შეეძლო - 4:1.

ლიდერი „არსენალი“ „სიტის“ არ ჩამორჩა და იმავე ანგარიშით - 4:1 გაანადგურა „ლიდსი.“

დუბლი მიითვალა „მეთოფეთა“ ბრაზილიელმა ჟეზუსმა. მან თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. 55-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.

თითოჯერ თავი ბენ უაითმა და გრანიტ ჯაკამ გამოიჩინეს. სტუმართაგან ერთი ბურთი რასმუს კრისტენსენმა გაიტანა.

„მეთოფეებმა“ უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ ისევ 8 ქულით გაუსწრეს, თუმცა ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს.

დღის გვიან შეხვედრაში „ჩელსიმ“ კიდევ ერთი „სიურპრიზი“ შესთავაზა ქომაგებს და „სტემფორდ ბრიჯზე“ „ასტონ ვილასთან“ 0:2 წააგო. მათი დამრიგებელი, გრემ პოტერი ისედაც დიდი წნეხის ქვეშ იყო და ახლა ალბათ მის მიმართ კრიტიკა გაორმაგდება.

ბირმინგემელებმა, ოლი უოტკინსმა და ჯონ მაკგინმა თითო ბურთი გაუტანეს მასპიძელთა მეკარე კეპა არისაბალაგას, რომელიც პრემიერლიგაში მე-100 მატჩს ატარებდა.

ინგლისი

პრემიერლიგა

29-ე ტური. 1 აპრილი

მანჩესტერ სიტი - ლივერპული 4:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 სალაჰი (17), 1:1 ალვარესი (27), 2:1 დე ბრუინი (46), 3:1 გიუნდოგანი (53), 4:1 გრილიში (74)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, აკე, დიაში, აკანჯი, სტოუნზი, როდრი, გიუნდოგანი, გრილიში (პალმერი 90), დე ბრუინი, მაჰრეზი, ალვარესი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლივერპული: ალისონი. ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, კონატე, რობერტსონი (ციმიკასი 70), ელიოტი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 70), ფაბინიო, ჰენდერსონი, ჟოტა (ფირმინო 70), გაკპო (მილნერი 82), სალაჰი (ნუნიესი 70)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: როდრი (33); სალჰი (19)

არსენალი - ლიდსი 4:1

ლონდონი. „ემირეითსი“

1:0 ჟეზუსი (35 პენ), 2:0 უაითი (47), 3:0 ჟეზუსი (55), 3:1 კრისტენსენი (76), 4:1 ჯაკა (85)

არსენალი: რემსდეილი, უაითი, ჰოლდინგი, გაბრიელი, ზინჩენკო (ტირნი 85), პარტი (ჟორჟინიო 60), ჯაკა (ვიეირა 86), ედეგორი (სმიტ-როუ 85), ტროსარი, მარტინელი. ჟეზუსი (საკა 60)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ლიდსი: მელიე, კრისტენსენი, ეილინგი, ფირპო, სტრეიკი, კოხი (კუპერი 74), როკა, სამერვილი (რიუტერი 74), ერონსონი (მაკკინი 65), სინისტერა (როდრიგო 65) , ჰარისონი (ბემფორდი 86)

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: დარენ ინგლენდი

გაფრთხილება: კოხი (45), ბემფორდი (90+1)

ჩელსი - ასტონ ვილა 0:2

0:1 უოტკინსი (18), 0:2 მაკგინი (56)

ნოტინგემ ფორესტი - ვულვერჰემპტონი 1:1

1:0 ჯონსონი (38), 1:1 პოდენსე (83)

კრისტალ პალასი - ლესტერი 2:1

0:1 პერეირა (56), 1:1 ივერსენი (59 საკ. კარში), 2:1 მატეტა (90+5)

ბრაიტონი - ბრენტფორდი 3:3

0:1 იანსონი (10), 1:1 მიტომა (21), 1:2 ტოუნი (22), 2:2 უელბეკი 28), 2:3 პინოკი (49), 3:3 მაკალისტერი (88 პენ)

ბორნმუთი - ფულემი 2:1

0:1 პერეირა (16), 1:1 ტავერნიე (50), 2:1 სოლანკე (79)

0.13871