ფეხბურთი

22:27 | 1.04.2023 | ნანახია 5628 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ფანტასტიკური გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძე ძალიან მაგარი ფორმაშია. ნორვეგიასთან ულამაზესი გოლის შემდეგ 22 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 2-შიც ფანტასტიკური გოლი გაიტანა.

29-ე ტურში „მეცმა“ „ლავალი“ გიორგის გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მიქაუტაძემ მატჩის ბედი 49-ე წუთზე გადაწყვიტა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 15 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჟან-ფილიპ კრასოს ერთი გოლით გაასწრო. გარდა ამისა, მის აქტივში 7 საგოლე პასია (პლუს 1 გოლი თასზე გაიტანა).

„მეცი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა, „ბორდოს“ ამ ტურში არ უთამაშია და მასზე ქულით მეტი აქვს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში 8 აპრილს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:33 | 02.04.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

პოც უნდა გაა(პო) ჟორჟ

10:28 | 02.04.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ძლივს გვეღირსა გამტანი ფორვარდი

10:24 | 02.04.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ჟორჟ მალე ნეაპოლში გვენახე ოსიმენის მაგივრად და მაშინ 100%მართლმადიდებლობას მიიღებს მთელი ნეაპოლი

02:04 | 02.04.2023
sul2 (1777)

ჟორჟი აშკარად მზადაა დიდი ფეხბურთისთვის. მინიმუმ ორი დიდი ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში და ეს კარგია. ზურიკო და ჩაკვე თუ მოუმატებენ ისე როგორც შეუძლიათ, ბრაზილიისაც აღარ შეგვეშინდება.

23:29 | 01.04.2023
dubligi (1492)

მაგარია ჟორჟ...შენი იმედი გვაქვს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126951
სარეკლამო ადგილი - 99
X x X