„პარი სენ ჟერმენს“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ზაფხულში გადაბირება სურს. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ოსიმენს კარგად იცნობს, რადგან თავის დროზე სწორედ მან მიიყვანა „ლილში“. წყაროს თანახმად, პარიზელებმა ნიგერიელის გარემოცვასთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ოსიმენი გაყიდოს, მაგრამ არ აპირებს მას იაფად შეელიოს. ფასი კი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. მიუხედავად პარიზელთა ფინანსური რესურსებისა, პსჟ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების მხრივ შეიძლება პრობლემები შეექმნას თუ 100 მილიონზე მეტს გადაიხდის, ამიტომაც, სხვა გზის მოძებნა მოუწევს.
კერძოდ, კამპოსი ფიქრობს, რომ ფასის დაწევის მიზნით „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელიც შესთავაზოს. ამჟამად საუბარია მაურო იკარდიზე, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს. არგენტინელი სერია A-ს კარგად იცნობს, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა „სამპდორიასა“ და „ინტერში“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა. ნიგერიელს პსჟ-ს გარდა, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ.