ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში შინ „ლიდსს“ 4:1 მოუგო და უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ ისევ 8 ქულით გაუსწრო, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
დუბლი მიითვალა „მეთოფეთა“ ბრაზილიელმა ჟეზუსმა. მან თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. 55-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.
თითოჯერ თავი ბენ უაითმა და გრანიტ ჯაკამ გამოიჩინეს. სტუმართაგან ერთი ბურთი რასმუს კრისტენსენმა გაიტანა.