სხვა

18:18 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ვეკუა ძალოსნობაში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ იასპარეზა. მან 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.



ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135/139/141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში, ვეკუამ მდგომარეობა გამოასწორა, 171/175/179/ კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში კი ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა 320 კგ. დააგროვა, რაც მთავარი ოქროს მედლის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.



შეგახსენებთ, რომ ვეკუა მე-4 ქართველი ძალოსანია, რომელმაც ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვება შეძლო. ლევან ოჩიგავამ (81) 3 ოქროს, საბა ადამიამ და მარიამ მურღვლიანმა კი 3-3 ვერცხლის მოპოვება შეძლეს.

0.13402