ფეხბურთი

16:29 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "10 წელიწადში შეიძლება ფეხბურთმა არსებობა შეწყვიტოს"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გადატვირთული გრაფიკის გამო უკმაყოფილება გამოხატა. როგორც მან განაცხადა, ასე თუ გაგრძელდება, შეიძლება 10 წელიწადში ფეხბურთმა არსებობა შეწყვიტოს.

„სანაკრებო მატჩები უბრალოდ სიგიჟეა, საკმარისია გადახედოთ იმ მგზავრობებს, რომელიც ვესინოს (ლაციოს ურუგვაელი ფეხბურთელი - რედ) მოუწია ორი ამხანაგური მატჩისთვის. ვნახე გიჟური შედარებები NBA-სთან, მაგრამ დიდი განსხვავებაა ფეხბურთის თამაშსა და კალათბურთის თამაშს შორის.

მე არ ვაკრიტიკებ სანაკრებო ფეხბურთს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამ ორ კვირაში მხოლოდ კოსოვო-ანდორას მატჩის 10 წუთი ვნახე, სადაც 22 ფეხბურთელი საჯარიმოდან არ გამოდიოდა და ვთქვი: აქ რა ხდება? არ ვაკრიტიკებ ეროვნულ ნაკრებებს, არამედ გიჟურ კალენდარს, რადგან ხარისხი იკარგება. მათ უნდა ახსნან, რას აკეთებენ, ეს არ არის სპორტი, მაგრამ ბიზნესია და თუ ბიზნესია, არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთმა 10 წელიწადში არსებობა შეწყვიტოს“, - თქვა სარიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113576