ფეხბურთი

15:35 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე ალტაფინი: "კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია, გამაგიჟებლად თამაშობს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ალტაფინი წლებია იტალიაში მოღვაწეობს, მიმდინარე საუკუნის დასაწყისსა და გასული საუკუნის მიწურულს კი ის სერია A-ს მატჩებზე კომენტატორად მუშაობდა. როგორც ალტაფინიმ აღნიშნა, კვარა საოცარი ფეხბურთელია.

„ამ „ნაპოლის“ მატჩის წაყვანა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა და ბრწყინვალე კომენტარებს გავაკეთებდი. კვარა წარმოუდგენელი ფეხბურთელია, შესანიშნავი აღმოჩენა. ის ანთებს შუქს და გიჟური თამაში შეუძლია.

ბაჯოს შემთხვევაში ვამბობდი, რომ სადაც ის თამაშობდა, იქ ყვავილები ამოდიოდა, კვარას შემთხვევაშიც ასეთ რაღაცას მოვიგონებდი და ის აუცილებლად გაიტანდა სუპერგოლებს. 3 თვის წინ ვთქვი, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეეძლო და ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ ამ ტურნირზე მარტო არ არის, „მანჩესტერ სიტი“ და „რეალი“ ძლიერები არიან. „ნაპოლის“ ჰყავს ოსიმენი, თუმცა, „სიტის“ ჰოლანდი“, - თქვა ალტაფინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112953