ჩოგბურთი

0:16 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონზე ნეიტრალური დროშით ითამაშებენ

უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს, დიდი სლემის ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიეცათ, ოღონდ მხოლოდ ნეიტრალური დროშით და ქვეყნის კუთვნილების გამოცხადების გარეშე.

ამასთან, ჩოგბურთელებს უფლება არ აქვთ, რაიმე სახის ანაზღაურებას ღებულობდნენ რუსეთის და ბელარუსის მთავრობებისგან და მათ აკრძალული აქვთ, მხარდაჭერა გამოხატონ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ კვლავაც ვგმობთ უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენთვის ეს მეტად რთული გადაწყვეტილება იყო“, - ნათქვამია უიმბლდონის ორგანიზატორ „ოლ ინგლენდ ლაუნ რენის კლაბის“ (AELTC) განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, უიმბლდონის გადაწყვეტილებას „ამორალური“ უწოდა და ბრიტანთს მოუწოდა, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებზე ვიზები არ გასცეს.

„შეწყვიტა რუსეთმა აგრესია და სისასტიკე? არა, მაგრამ უიმბლდონმა გადაწყვიტა, დანაშაულის ორ თანამონაწილეს თამაშის უფლება მისცა“, - ამბობს კულება.

უიმბლდონი აცხადებს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას ემხრობიან ბრიტანეთის ხელისუფლება, ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაცია, ATP, WTA და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121811