სხვა

21:08 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.

ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

გარდა ამისა მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22 , აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115613