ფეხბურთი

16:35 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა, ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში საეჭვოა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა პერიოდით იუქმებს.

იტალიური კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიგერიელი ფორვარდი სანაკრებო შეკრებიდან საზარდულის ტრავმით დაბრუნდა. ვიქტორს მეორე სამედიცინო გამოკვლევა მომდევნო კვირაში უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდგომ შეფასდება მისი მდგომარეობა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს „მილანისა“ და „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. თუმცა, შიშობენ, რომ ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებიც გამოტოვოს „მილანის“ წინააღმდეგ.

ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში 25 გოლით „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია, შესაბამისად, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110152