თურქული „ტრაბზონსპორის“ ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა „ნაპოლის“ შესახებ ილაპარაკა. როგორც ვეტერანმა სლოვაკმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ყურება კარგი და სასიამოვნოა.
„ნაპოლის“ გასაოცარი სეზონი აქვს, მე მათი პირველი ქომაგი ვარ, შორიდანაც ვუყურებ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, ნებისმიერ მეტოქესთან მატჩს სწორი მენტალიტეტით უდგებიან. დარწმუნებული ვარ, „მილანთან“ სამი კარგი მატჩი გველოდება, სადაც თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დასჭირდება, მაგრამ სპალეტი ამაში ძალიან კარგია.
მერეტი თავის დონეს დაუბრუნდა, დი ლორენცო ძალიან სანდო ფეხბურთელია, ისევე, როგორც მარიო რუი და რაჰმანი. ლობოტკას შესაძლებლობები ვიცოდი, ის ნახევარდაცვის შუქურაა, ბურთს არასდროს კარგავს და პრესინგისთვის ყოველთვის მზადაა. ჟელინსკისაც შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, კვარაცხელიას დიდი ფანტაზია გააჩნია, მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა, ოსიმენი კი ძალიან მომწიფდა და ბანალურ გოლს არასდროს იტანს“, - თქვა ჰამშიკმა.
შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკმა „ნაპოლიში“ 2007-2019 წლებში 520 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარში კი 121 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარშანდელს მიცემენ ამას და დაამშვიდებენ ცოტათი,წლევანდელი კი მივა პაპასთან)))რაც შეეხება წინა წლის გაუქმებას გასაუქმებელი იყო და სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი.როგორ იყვნენ თანაბარ პირობებში გუნდები?ჯერ როცა სეზონი შეწყდა მაგდროს ლევანას ტრავმა ქონდა და მერე გერმანიამ ყველაზე ადრე დაიწყო-დაამთავრა ჩემპიონატი და გამწარებული მოემზადა ბაიერნი ლიგისთვის 2 თვის მანძილზე.საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ ჩატარებულა.ასე რომ სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი შარშანდელი რომ გააუქმა თუმცა ლევანდოვსკის ეკუთვნის ერთი ოქროს ბურთი და თუ მიცემენ წინა წლისას ალალი იყოს
ჯერ შარშანდელი ალალად მოგებული მიეცით და წლევანდელზე მერე ვილაპარაკოთ ))
რატომ გააუქმეს ჯილდო, როცა ყველა ტურნირი ბოლომდე ჩატარდა და მოგების ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყო ?
პრინციპში რატომაც არა. კიეზასაც მშვენივრად განვიხილავ ამ ჯილდოს კანდიდატად. ვნახოთ დეკემბრამდე კიდე თუ რამეს მოასწრებს.