ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გიორგიმ პრიზის მიღების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ეროვნულ ნაკრებში მის გამოუძახებლობაზე კიდე ერთხელ ისაუბრა.
„გუშინ ირანის ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მცველის პრიზით დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნომინანტებს შორის ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის საფეხბურთო ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ ეს პრიზი მე დავიმსახურე. ეს არის დიდი მოტივაცია ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა არასდროს მითამაშია 17. 19, 21-წლამდე ნაკრებებშიც 1 წუთიც კი.
შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როცა დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას. თითქოს, არც ვარსებობ, თითქოს, ეროვნება არ მაქვს. მათ თვალები ფართოდ აქვთ დახუჭული და ყურები დახურული. განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, „პერსეპოლისის“ წევრი ვარ. წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს საქმეზე.
გარდა იმისა, რომ ყველა ოცნებობს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და მეც ასე ვარ, ეროვნული ნაკრების წევრობა მწვანე შუქს უნთებს ბევრ გზას და ფეხბურთელს უზარმაზარ შესაძლებლობებს უხსნის კარიერაში. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ტოპ 5 ლიგაში ვითამაშებდი, ვინ იცის, შეიძლება ესეც შემეძლო, რომ დამხმარებოდნენ. არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, არც ნაკრებში გამოძახებას ვითხოვ. უბრალოდ გავაგრძელებ მუშაობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანში და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევდა, რომ ჩემი თავდაჯერებულობა აღმედგინა. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ ნამუშევარი დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა გველესიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (ჩემპიონატსა და თასზე) 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯის“, „სეპაჰანის და „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც რა ფუფუნება კი გვაქვს ჩვენ კვალიფიციური ფეხბურთელების არჩევანში, ამ ბიჭს რომ 1 შანსსაც არ აძლევენ? არიქა, ყველას გამოვცდითო და ერთი და იგივე ფეხბურთელებს ცდიან. კაცი 10 თამაშში რომ ვერ ივარგებს, მერე რას იზამს, ჯადო აეხსნება? მონდომება ხომ მაინც უნდა ეტყობოდეს. ჭ კლასის გუნდებთან მაინც გამოცადონ. მცველისთვის 6 ბურთი ცოტაა? ბევრ ჩვენს შემტევს არ აქვს სეზონში 6 ბურთი გატანილი. ირანის ჩემპიონატი კიდევ ჩვენს დოღლიგას ნაღდად სჯობს.
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ ირანის ჩემპიონატი ჩვენს ჩემპიონატს არამგონია ჩამოუვარდებოდეს თუ მეტი არ იქნება, მეორეც როდესაც არც ისე დიდი რესურსი გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე რაც გვაქვს და მესამეც ამ ადამიანს ისეთი სურვილი აქვს ნაკრებში თამაშის რომ თავს დადებს მოედანზე და სწორედ ასეთი ხალხი გვინდა ნაკრებში, ამხანაგურები იმისთვისაა რომ ახალ კადრებს დააკვირდეს სამწვრთნელო შტაბი, ამიტომ მონღოლეთთან უნდა დაეძახათ, მაგრამ რაკი ეს არ მოხდა ჯობია დაუძახონ ივნისში, მაშინ საზონოვი ახალგაზრდულში გაუშვან და მის ადგილზე დაუძახონ გველესიანს, მინიმუმ შანსს იმსახურებს, ირანის კიარა სან მარინოს ჩემპიონატშიც რომ დაიკაო საუკეთესოს პრიზი ხელში, ნაკრებში ადგილს მაშინაც უნდა იმსახურებდე.
მესმის ამ ბიჭის და ვეთანხმები.
მონღოლეთის და გიბრალტარის დონის გუნდებთან სწორედ ასეთი ხალხი უნდა გამოიცადოს ჩემი აზრით.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ძალით თამაშობს ნაკრებში და ამ ბიჭს როგორი ჟინი და კარგი გაგებით ამბიცია აქვს.
+
ირანის ნაკრები თუ შესთავაზებს დათანხმდეს, ერთი ამათიც
საქართველოს ჩემპიონატი რითი ჯობია ირანის ჩემპიონატს?
მაგალითად იმით, რო მცველი კობახიძეს ვერ ჯობდა ელიგაში და ირანში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ძალიან გადაკიდებულად არ გამომივიდეს ახლა
უბრალოდ ილუზიებს და ჩაგვრას ნუ დაინახავთ ძალიან. თან სერია ა-ს მცველი რო ვერ მოხვდა ნაკრებში, ამ ფონზე კომიკურად მოჩანს უფრო.
+
რავი, ისეთი კომენტარია, თითქოს უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც გამხდარიყო. ჩვეულებისამებრ, სანაკრებო ფეხბურთელები კარიერის საუკეთესო წლებში ირანში არ გარბიან სათამაშოდ.
ასეთი მარტივი არაა. ზოგს კარიერა ისე ეწყობა, ზოგს ასე. ოჯახები ყავს ხალხს სარჩენი. იქნებ ეცადათ ერთხელ მაინც. შეკრებაზე წაეყვანათ. ბოლო ბოლო პირველი ადგილი დაიკავა მცველებში. შეიძლება საშუალოზე დაბალ ჩემპიონატში მაგრამ მაინც. საქართველოში ძალიან ბევრი ასე გაირიყა იმის გამო რომ რაღაც "სასტავის", კლანის ან ვიღაცის მეგობარი არ იყო.
მაინც გამოვიძახებდი, მითუმეტეს ესეთი კომენტარების შემდეგ. ეტყობა საკუთარ თავში დარწმუნებულია. მაგას რა ჯობია.