ავტოსპორტი

0:29 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ს სეზონში 32 რბოლის ჩატარება შეუძლია

ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ რბოლების მასპინძლობის მსურველთა რიცხვი იმდენად ბევრია, რომ სეზონში 32 დიდი პრიზის ჩატარებაა შესაძლებელი.

მიმდინარე სეზონში თავიდან 24 დიდი პრიზის ჩატარება (ეს არის მაქსიმლური რიცხვი, რომელიც ფ1-ს, მის გუნდებს და FIA-ს შორის არის შეთანხმებული) იგეგმებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ჩინეთმა პანდემიის გამო, საკუთარი ეტაპი გააუქმა, კალენდარში 23 ეტაპი დარჩა.

შეზღუდვის მიუხედავად, ფორმულა 1-ში სამომავლოდ 25-ეტაპიანი სეზონების ჩატარება იგეგმება. მელბურნში დომენიკალიმ განაცხადა, რომ პერსპექტივაში, კალენდრის კიდევ უფრო გაზრდა შეიძლება.

„უკვე დღესვე, 30, ან თუნდაც 32 დიდი პრიზის გამართვა შეგვიძლია, რადგან ეს ბევრს უნდა“, - ამბობს დომენიკალი და დასძენს, რომ ფორმულა 1 ამჟამად 24 რბოლითაც კმაყოფილია.

დომენიკალი განსაკუთრებით გამოჰყოფს შეერთებულ შტატებს, სადაც წელს სამი რბოლა ჩატარდება - ოსტინსა და მაიამის ლას ვეგასი დაემატა. არადა, სულ რაღაც სამი წლის წინათ, დადგენილი ისიც კი არ იყო, ფ1 ამერიკაში საერთოდ დარჩებოდა, თუ არა.

დომენიკალი იმასაც განმარტავს, თუ რატომ დარჩა ჩინთის ადგილი ცარიელი და ის სხვა რბოლით არ შეიცვალა. მისი თქმით, რბოლის სხვაგან ჩატარების შემთხვევაში, ლოჯისტიკური ხარჯების დაფარვაც კი გართულდებოდა და შესაბამისად, ფ1-ის ამის ინტერესი არც გასჩენია. ამიტომაც, ისე მოხდა, რომ კალენდარში ოთხკვირიანი შუალედი გაჩნდა, რომელიც ავსტრალიის და აზერბაიჯანის დიდ პრიზებს დააშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115684