ფეხბურთი

22:25 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარი საფრანგეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები საუდის არაბეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერვე რენარმა ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა სამშობლოში დაბრუნებასა და ქალთა ფეხბურთში გადანაცვლებაზე თანხმობა განაცხადა და კონტრაქტიც უკვე გააფორმა.

რენარმა რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და დღეიდან საფრანგეთის ქალთა ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ერვე რენარმა საუდის არაბეთის ნაკრებით მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინა სენსაციურად დაამარცხა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

54 წლის სპეციალისტს თავის დროზე ზამბიის, ანგოლის, კოტ დივუარისა და მაროკოს ნაკრებებში აქვს ნამუშევარი, ასევე იყო „სოშოსა“ და „ლილის“ მთავარი მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118301