ფეხბურთი

21:53 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მომდევნო სეზონში "კამპ ნოუზე" არ ითამაშებს

„ბარსელონა“ მომდევნო სეზონში „კამპ ნოუზე“ არ ითამაშებს. ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა.

„კამპ ნოუდან“ დროებით აბარგების მიზეზი რეკონსტრუქციაა, რომელიც ზაფხულში დაიწყება. „ბარსა“ 2023-2024 წლების სეზონში „ესტადიო მონტჟუიკზე“ ითამაშებს, რომელიც 1929 წელს აშენდა.

ამ არენაზე 2009 წლამდე ბარსელონას მეორე კლუბი, „ესპანიოლი“ თამაშობდა. „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 2024-2025 წლების სეზონიდან დაბრუნდება. კლუბს სტადიონის რეკონსტრუქცია 1.5 მილიარდი ევრო დაუჯდება.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112184