ფეხბურთი

21:15 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შესაძლოა ცსკა-დან რუსი მცველი დაიმატოს

„ნაპოლიმ“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის ცსკა-ს მცველი იგორ დივეევი დაიმატოს. ინფორმაციას Sport24 ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი 23 წლის რუსი ცენტრალური მცველით დაინტერესებულია. ფეხბურთელს „ვენეციასა“ და „ზენიტსაც“ უკავშირებენ.

თავის მხრივ, „ნაპოლის“ „არსენალის“ მცველი უილიამ სალიბაც მოსწონს, მაგრამ რუსი ფეხბურთელის შეძენა მათთვის გაცილებით იაფი იქნება.

იგორ დივეევი ცსკა-ში 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 118 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო რუსეთის ნაკრებში 14 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107394