ფეხბურთი

20:37 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

Mediaset: პიოლი კვარაცხელიასთვის გალიას ამზადებს

ცნობილი იტალიური გამოცემა Mediaset-ი „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩების წინ სტეფანო პიოლის გეგმებზე წერს, რომელიც აპირებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად მოედანზე გალია შექმნას.

„კვარაცხელია სტეფანო პიოლის კოშმარულ ღამეებს აგროვებს, რომლისთვისაც ის ლუჩანო სპალეტის გუნდთან პირველი მატჩის წინ თავსატეხია. უდინეში დამარცხების შემდეგ 3 მცველიდან 4-მცველიან ტაქტიკაზე დაბრუნების ჰიპოთეზა გაჩნდა, მაგრამ კალულუს ტრავმამ ამას შეიძლება საბოლოო ბიძგი მისცეს.

შესაბამისად, პიოლი დაერყდნობა კალაბრიას, ტეო ერნანდესს და ტომორის, ხოლო მეოთხე მცველის ადგილი ტიაომ და კიაერმა უნდა განაწილონ, ეს უკანასკნელი კი ფავორიტია. პიოლი ასევე გეგმას კვარაცხელიას შესაჩერებლად იგივე გალია გამოიყენოს, რაც სეზონის პირველ მატჩში, რომელიც „მილანმა“ 1:2 წააგო. კვარაცხელია კალაბრიასა და კიაერთან ერთად ტონალიმ და სელმაკერსმა უნდა გააკონტროლონ“, - წერს Mediaset-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124894