ფეხბურთი

18:28 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "კვარაცხელია და ოსიმენი გადამწყვეტები ერთი მიზეზით არიან"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტზე, ასევე „ნაპოლისა“ და „მილანის“ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

„ერთად კვარაცხელია და ოსიმენი უმაღლესი დონის გუნდის ხერხემალს ქმნიან. ისინი უფრო ხშირად ეხებიან ბურთს, ვიდრე მეკარე მერეტი, ამიტომაც არიან ასეთი გადამწყვეტი მოთამაშეები. გუნდი ამ ბიჭებს ბურთს ძალიან ხშირად აძლევს და ამით მათ საშუალება ეძლევათ გამოირჩეოდნენ და თამაშში სხვაობა მოახდინონ.

„მილანთან“ მატჩები? ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განსხვავებული იქნება, ამ ტურნირზე ყველა მშიერია. სხვა კონცენტრაცია, სხვა ზეწოლა არსებობს. „ნაპოლის“ ექნება უდიდესი ზეწოლა, რადგან ისინი წყვილში ფავორიტები არიან. „მილანის“ დნმ კი ჩემპიონთა ლიგაზეა მორგებული, ეს ვნახეთ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგა „მილანისთვის“ ვიტრინაა, უფრო მეტად იხარჯება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე „ნაპოლის“ „მილანთან“ შედარებით რაღაც უფრო მეტი აქვს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანს“ სერია A-ში 2 აპრილს შეხვდება, ხოლო 12-18 აპრილს ეს გუნდები უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11102