ფეხბურთი

14:12 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი საჯაროდ გამოაცხადა

ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საჯაროდ გამოაცხადა ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის მზადყოფნა და უარყო ბრაზილიის ნაკრებთან კავშირის შესახებ ჭორები.

ბრაზილიის ნაკრები? არ მგონია აქ რაიმე იყოს სალაპარაკო. დღეს ჭორები სიახლედ იქცა. ბრაზილიიდან არავინ დამკავშირებია.

ინგლისურ ფეხბურთს ბევრს ვუცქერ, ესპანურზე მეტადაც კი. არ ვარ მზად რომელიმე ბუნდოვან გუნდში წასასვლელად, მაგრამ მსურს ვუხელმძღვანელო კლუბს, რომელსაც მკაფიო განვითარების გეგმა აქვს.

მართალია, მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი მაღალი დონის მწვრთნელია, რომლებსაც სურთ ინგლისში მუშაობა. ილუზიები არ მაქვს, მაგრამ ვინ იცის, რა გამოვა.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Cadena Ser.

ადრე ენრიკეს სახელს „ჩელსის,“ „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებდნენ.

0.116953