ფეხბურთი

13:38 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ „ნაპოლის“ კორეელით დაინტერესდა

„ლივერპული" „ნაპოლის" სამხრეთ კორეელი მცველით, კიმ მინ ჯეთი დაინტერესდა წერს -FourFourTwo.

მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელში 68 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ, ჯეის მიმართ ინტერესს პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენენ. „ნაპოლიმ“ კიმი 2022 წლის ზაფხულში თურქული „ფენერბაჰჩედან“ 18 მილიონ ევროდ იყიდა. მიმდინარე სეზონში კორეელმა იტალიურ კლუბში 35 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 მატჩის შემდეგ 71 ქულით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგაზე ლუჩიანო სპალეტის გუნდი მეოთხედფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება.

0.114868