„არსენალის“ ყოფილი მცველი, ტონი ადამსი, მიიჩნევს, რომ ახლა ლონდონური კლუბის ფორვარდ ბუკაიო საკას მხოლოდ პსჟ-ის თავდამსხმელი, ლიონელ მესი სჯობს.
„საკა შესანიშნავ ფორმაშია და ეს არის მიზეზი იმისა, რომ „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია. ბუკაიო უდაოდ არის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ის გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებშიც გამორჩეული იყო. თუ ამჟამად არის მასზე უკეთესი ფეხბურთელი, რომელსაც გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემებსაც ასრულებს, მხოლოდ ლიონელ მესია.“ - ციტირებს ადამსის სიტყვებს Marca.
საკამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეარულა.