ფეხბურთი

10:09 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა ვარჯიშებს დაუბრუნდა და „კლასიკოსთვის“ ემზადება

„რეალისა" და ბელგიის ნაკრების 30 წლის მეკარე ტიბო კურტუა, 29 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს - წერს მადრიდული კლუბის პრესსამსახური ტვიტერში.

მეკარე იძულებული გახდა, შაბათ-კვირას ბელგიის ნაკრების ბანაკი ვადაზე ადრე დაეტოვებინა, კუნთის დაზიანების გამო. მან შვედეთისა (3:0) და გერმანიის (3:2) ნაკრებებთან მატჩები გამოტოვა. თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემა უმნიშვნელო იყო და ფეხბურთელმა სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო.

„რეალი“ 12 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში და თითქმის აღარ აქვს ტიტულის მოგების შანსი. მაგრამ მაინც იმედოვნებს, რომ ქვეყნის თასს დაეუფლება. ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდელები შინ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ კატალონიელებთან (0:1). საპასუხო შეხვედრა 5 აპრილს გაიმართება.

0.11053