კალათბურთი

1:49 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში მეოცე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მანრესა“ 100:87 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი მოედანზე საუკეთესო იყო. გიორგიმ 23:39 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 11-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, შესაბამისად, მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 18 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

0.13066