ჩოგბურთი

0:22 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეესკუ კანჭის ტრავმის ტესტის პასუხს ელის

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ, მხარდაჭერისთვის ფანებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჯერაც იმ ტესტის პასუხის მოლოდინშია, რომელიც ტრავმირებულ მარცხენა კანჭზე გაიკეთა. ეს ტესტი მან მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მაიამის ღია პირველობა დაშავებულმა, ინვალიდის ეტლზე მჯდარმა დატოვა.

რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან შეხვედრისას, უკანა ხაზზე მოძრაობის დროს, ანდრეესკუ მოულოდნელად დაეცა და დაშავებულ კანჭზე იტაცა ხელი. მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და კორტი ეტლით დატოვა.

„გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ ფეხზე სახვევი მაქვს. ვინმემ იცის, რა მოხდა? სერიოზულად რომ ვთქვა, ეს იყო ყველაზე უარესი ტკივილი, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ვლოცულობ, რომ სერიოზული არაფერი იყოს. ტესტის პასუხებს ჯერაც ველი. ყველას მადლობა, ვინც ჩემზე ფიქრობს და ვინც მამხნევებს. ეს შეუმჩნეველი არ დამრჩენია. ამდენი სიყვარული, თქვენ საუკეთესონი ხართ“, - ტვიტერზე დაწერა ანდრეესკუმ.

22 წლის კანადელმა აშშ-ის ღია პირველობა 2019 წელს მოიგო. ფინალში მან სერენა უილიამსი დაამარცხა. მაიამის ტურნრზე მან 2021 წელს ფინალში ითამაშა. ამჯერად მან ტურნრს გამოთიშა ბრიტანელი ემა რადუკანუ, ბერძენი მარია საკარი და ამერიკელი სოფია კენინი და მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11455