ფეხბურთი

22:44 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: „კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ ყველამ იცის, რომ ორი სეზონის მწვრთნელია“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, ლეონიდ სლუცკიმ, იტალიელ კოლეგაზე, ანტონიო კონტეზე ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინათ „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს.

„კონტე შესანიშნავი მწვრთნელია. ყველგან აღწევს შედეგს. გასაგებია, რომ „ტოტენჰემი“ ჩემპიონი კი არ გახადა, ჩემპიონთა ლიგაზე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.

ის სტრესის პირობებში მუშაობს. თავად უდგენს საკუთარ თავს ზღვარს. მასში ცხოვრობს და მუშაობს. მაგრამ არ შეიძლება მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფნა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემები. გაღიზიანება, სხვაზე გადაბრალება, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის ორი სეზონის მწვრთნელია.

მოდის, აღწევს მიზანს, აჩვენებს რა შეუძლია და შემდეგ ამბობს: „შედეგს მივაღწიე, სიტყვაც არ მითქვამს გაძლიერებაზე, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ. ახლა მეტს მოვითხოვ შენგან“.

მერე აღმოჩნდება, რომ ხელმძღვანელობა ამისათვის არ არის მზად. პლუს ჩართულია ტრანსფერებში, რასაც კლუბი ყოველთვის არ ეთანხმება.

ანტონიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მაგრამ, ყველა გუნდში, სადაც უმუშავია, ფეხბურთელები უკვე მეორე წელს უკმაყოფილონი არიან სავარჯიშო პროცესით.“ - განაცხადა სლუცკიმ Comment.Show YouTube არხის ეთერში.

0.117454