ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ქართველმა ქალმა მეორედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება.
მონტენეგრულ პეტროვაცში მიმდინარე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მერი არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა.
აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა. ასევ ე საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი