21:36 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian: „აბრამოვიჩი ფარულად აფინანსებდა „ვიტესს“

„ჩელსის“ ყოფილი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, წლების განმავლობაში ფარულად აფინანსებდა ნიდერლანდულ „ვიტესს - წერს The Guardian.

2017 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უკვე წამოჭრეს ეს თემა, გარდა ამისა, ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის მიერ ადრე დაწყებულმა გამოძიებამ არ გამოავლინა ფინანსური კავშირი აბრამოვიჩსა და „ვიტესს“ შორის.

ეჭვი მაინც დარჩა, რადგან „ჩელსიმ“ პარტნიორ კლუბად გამოიყენა არნემული კლუბი. მოთამაშეებმა, რომლებიც იმ მომენტში „ლურჯებს“ არ შეეფერებოდნენ, სათამაშო პრაქტიკა ნიდერლანდებში მიიღეს.

„არისტოკრატების“ ბევრმა მოთამაშემ 2010-იან წლებში „ვიტესში“ იჯარის პერიოდი გაიარა, განსაკუთრებით აღსანიშავია სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი და ლონდონელებისა და ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი ვარსკვლავი, მეისონ მაუნტი.

ცნობისთვის, უეფა-ს წესები უკრძალავს კლუბებს, რომლებიც ორგანიზაციის ეგიდით ერთსა და იმავე ტურნირზე თამაშობენ, იდენტუირი დაფინანსების წყაროს.

0.110358