19:38 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი, კლოპი და ლუდი

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, გაამხილა, თუ როგორ გადაეყარა შემთხვევით მერსისაიდლთა მწვრთნელ იურგენ კლოპს, მადრიდის „რეალთან“ შაშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე. შეხვედრა პაბში ერთობლივი ლუდისსმით დასრულდა.

„ის (კლოპი) თავის ძაღლს ასეირნებდა, მე კი ჩემს მეგობართან ერთად ქუჩის კაფეში ვიჯექი და ლუდს ვსვამდი. წარმატებები ვუსურვე ფინალში. მეგონა, საკუთარი საქმეებით და ფიქრებით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ მითხრა: „არა, არა. წადი ბარში და ერთი კათხა შეუკვეთეო. ორი-სამი ჭიქა დალია და რამდენიმე სიგარეტი მოწია, ძაღლი მოთმინებით ელოდა. ალბათ ერთ საათზე მეტს ვისაუბრეთ.

გადასარევი ადამიანი აღმოჩნდა და საერთოდ არ ჰგავდა ფეხბურთის მწვრთნელს. ეს იყო „იურგენი სამოქალაქო ტანსაცმერლში.“ ძალიან თავაზიანი ჩემი მეგობრის მიმართაც, რაც მას საუბრის სრულ მონაწილედ აგრძნობინებდა თავს და ვფიქრობ, ეს შესანიშნავად ახასიათებს მას.“ - თქვა ჯერარდმა Anfield Wrap YouTube არხთან ინტერვიუში.

რაც შეეხება კლოპს, 28 მაისს აღნიშნულ ფინალში მისი „ლივერპული“ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუსმა გაიტანა.

0.113373