გუშინ, ევროლიგაში გამართული მატჩის დროს თორნიკე შენგელია „მაკაბის“ გულშემატკივრებს დაუპირისპირდა, დღეს კი ქართველმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
ისრაელში თამაში ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო, იქნებოდა ეს კლუბში „მაკაბის“ წინააღმდეგ, თუ FIBA-ს შეჯიბრებებზე. ისრაელში გულშემატკივრები ყოველთვის თბილად მეგებებოდნენ და მათგან მუდამ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლიერი ვარ. „მაკაბი“ და მისი გულშემატკივრები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდნენ ჩემგან და გუშინდელ დღე ამას ვერ შეცვლის. უმცირესობა ვერ განსაზღვრავს უმრავლესობის პოზიციას. მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდასაჭერი წერილებისთვის“ - გამოაქვეყნა შენგელიამ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.
ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის 31-ე ტურში თელ ავივის „მაკაბის“ წინააღმდეგ 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შეხვედრა მისმა „ვირტუს ბოლონიამ“ 111:80 წააგო, მატჩის მე-4 პერიოდის დაწყების წინ, კი შენგელია მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა, რადგან ისინი ქართველის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ.