სხვა

11:58 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ოჩიგავა ძალოსნობის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ალბანეთში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ოჩიგავამ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.



ქართველმა ძალოსანმა ატაცში 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამის შემდეგ, ოჩიგავამ აკვრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 172/176/179 დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში კი ლევანს 322 კილოგრამი დაუგროვდა და მთავარი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

31 მარტს ასპარეზობაში ერთბაშად სამი ქართველი ძალოსანი ჩაერთვება. 14:00 საათიდან 102 კგ.-ში გივი დარსაველიძე გამოვა, ამავე წონაში 16:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას საბა ადამია, 18:30 საათზე კი ქალთა 81 კგ.-ში მიიღებს მონაწილეობას მარიამ მურღვლიანი.

მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველთა გამოსვლას 1 აპრილს ირაკლი ვეკუა დაასრულებს. ის 102 კგ.-ში იასპარეზებს და მისი გამოსვლა 16:00 საათზე დაიწყება.

0.115949