საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ნორვეგიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თამაშში თავდაჯერებული ჩაერთო, რადგან სურდა კარგად ეთამაშა.
„ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავდაჯერებული ვიყავი, ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო ნაკრებში და მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა, თუმცა ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ ფრეც არ იყო ცუდი, რადგან ვაგებდით. ნორვეგია ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
შეიძლება მარცხენა ფლანგზე თამაში ჩემთვის კომფორტული არ იყოს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველა პოზიციაზე შეიძლება მოგიწიოს თამაში. გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა დღევანდელ თამაშში და მადლობას ვუხდი მათ“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ნორვეგიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.