ფეხბურთი

2:05 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ 2 ქულაც დავკარგეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ნორვეგიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმის მიხედვით ქულა მოიპოვეს, მაგრამ მეორე ტაიმიდან გამომდინარე ორი ქულა დაკარგეს.

„თამაში ორ ნაწილად გაიყო: 35 წუთი ჩვენი შესრულებით ძალიან ცუდი იყო. არ მახსენდება, რაც ნაკრებში ვარ, ჩვენი ასეთი ცუდი თამაში. ბევრი ტექნიკური წუნი იყო და ტაქტიკური შეცდომები იყო. ამის შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, ეს არის ამ ნაკრების სახე და კარგია, რომ დრო გვეყო აზრზე მოსასვლელად.

პირველი ტაიმიდან გამომდინარე ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე ტაიმიდან გამომდინარე გამარჯვებას ვცდილობდით, გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა, ისინი დიდ მუხტს გვაძლევდნენ. პირველი ტაიმის მიხედვით 1 ქულა მოვიპოვეთ, მეორე ტაიმის გათვალისწინებით 2 ქულა დავკარგეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ნორვეგიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.

0.122414