ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა!
სქოთებმა „ფურია როხას“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. ორივე ბურთი სკოტ მაკტომინეის ანგარიშზეა.
შედეგად, ორი ტურის შემდეგ შოტლანდიას 6 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მეორე ადგილზეა. თავის მხრივ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების აქტივში თითო ქულაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს ივნისში ჩაატარებს: 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება.
შოტლანდია - ესპანეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მაკტომინეი (7), 2:0 მაკტომინეი (51)