კალათბურთი

13:21 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისიანის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი

ესპანური ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში ვილი ისიანის „მოლე“ 24-ე ტურში ერთ-ერთ ლიდერ „მენორკასთან“ 78:97 დამარცხდა და 29 ქულით კვლავ აუტსაიდერია. 43-ქულიანი „მენორკა“ კი მეორე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერ „პრატს.“

მაგრამ ჩვენ უმთავრესად ისიანის ამბავი გვაინტერესებს, რომელიც უკვე თავისი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია (ვილი „მოლეში“ გასულ იანვარს გადავიდა) და ყოველ ტურში გამოირჩევა.

ამჯერად ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 30 წუთს დაჰყო. მისი მონაგარი ასეთია: 14 ქულა, 3/6 სამიანი, 2/6 ორიანი, 1/1 საჯარიმო, 3 მოხსნა და 2 ასისტი.

0.120907