ფეხბურთი

10:49 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო უკრაინის ნაკრებზე

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ინგლისთან ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ (0:2) უკრაინელთა თამაშზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ გულშემატკივრებმა დააფასეს ფეხბურთელების ძალისხმევა. ინგლისი ბევრად უკეთესი და ხარისხიანი იყო, მაგრამ გუნდის მიდგომა მომეწონა და სიამაყით ვბრუნდებით „უემბლიდან“. უკრაინამ დღეს კარგი ბრძოლის უნარი აჩვენა.“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Sky Sports.

მომდევნო მატჩში უკრაინის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ინგლისელები კი მალტასთან ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო უკრაინის ეროვნულ გუნდს 2016-2021 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა შეჯიბრში 52 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 14 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110119