ფეხბურთი

22:01 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარა აშკარად ლეაუზე უკეთესია, საოცრად სტაბილურია"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაუს ამჯობინა. მისი აზრი მით უფრო დასაფასებელია, რადგან ის „მილანის“ გულშემატკივარია. როგორც ორდინემ თქვა, კვარაცხელია გაცილებით ძლიერია.

„კვარაცხელია თუ ლეაუ? ქართველმა აშკარა უპირატესობით მოიგო! ლეაუ გაქრა, კვარა მაქსიმუმ 2-3 თამაშს აგდებს და ყოველთვის გადამწყვეტია. მას აქვს საოცარი სტაბილურობა, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, რომელიც აძლევს საშუალებას ისეთი ზემოქმედების უნარი ჰქონდეს თამაშზე, როგორიც სულ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს“, - თქვა ორდინემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133635