ფეხბურთი

15:42 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ელოდება, რომ გიუნდოგანი ზაფხულში „ბარსელონას“ შეუერთდება

„მანჩესტერ სიტის“ გერმანელი ფეხბურთელი, ილქაი გიუნდოგანი გეგმავს, რომ ზაფხულში კატალონიის „ბარსელონას“ უფასოდ შეუერთდეს, „ქალაქელები“ კი ამას შეგუებულნი არიან.



ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ 2016 წელს შეუერთდა, კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კლუბი მას მოკლევადიან გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ გერმანელი ფეხბურთელი კლუბს გამოიცვლის.

აქამდეც დაიწერა ის, რომ გიუნდოგანის დამატების სურვილს „ბარსელონა“ გამოთქვამდა. თავად ფეხბურთელიც მონდომებულია, რომ ჩავის გაწვრთნილ გუნდში იმუშაოს, რომელიც მის სათამაშო სტილს შეეფერება. დიდი შანსია, რომ სეზონის ბოლოს „ბლაუგრანა“ სერხიო ბუსკეტსმა დატოვოს, კატალონიური კლუბი კი გერმანელ ნახევარმცველს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ 2016 წელს შეუერთდა. ამ დროში 32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა 290 შეხვედრა ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.113239