ფეხბურთი

14:57 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გოლი სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც სერია a-ს მარტის თვის საუკეთესო გოლადაც დასახელდა.



აღნიშნული მატჩის მე-60 წუთზე „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა შესანიშნავი დრიბლინგი შემოგვთავაზა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტადაც დაარტყა. ის შეხვედრა, „ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო.

კვარაცხელიამ თვის საუკეთესო გოლის გამოკითხვაში პაოლო დიბალას, იან კარამოჰს და მატიას ვესინოს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113889