სხვა

14:34 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფისთვის იწყებს მზადებას

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობისთვის იწყებს მზადებას.



ეროვნული ნაკრები 2 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ლატვიის ქალაქ ტუკუმსში შეიკრიბება, სადაც ადგილობრივ გუნდებთან სავარაუდოდ, 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფის მატჩები 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას 16 აპრილს, ისლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ისრაელს, ესპანეთს და ხორვატიას შეხვდება, მატჩებს კი 22 აპრილს, ავსტრალიასთან შეხვედრით დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველმა ჰოკეისტებმა B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ისლანდიასთან ერთად A ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

0.131358