ქართველმა ცენტრმა „გრან კანარიასთან“ მატჩში 15 ქულა ჩააგდო, სულ კი „ტენერიფეს“ მაისურით 1862 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიულ ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
შერმადინმა ამ მაჩვენებლით „ტენერიფეს“ ისტორიაში მესამე ადგილზე მყოფ ნიკო რიჩოტის (1849) გადაასწრო. პირველ ადგილზე გადასვლა კი ძალიან შორსაა, რადგან ამ პოზიციას გერმან გონსალესი, 3191 ქულით იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინმა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ 20 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. „ლენოვო ტენერიფე“ 17 მოგებით და 6 წაგებით ლიგა ენდესაში მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 29 მარტს, შინ „მანრესასთან“ გამართავს.