ფეხბურთი

21:25 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც თურქეთში შეკრებაზეა, ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩის ბედი გიორგი გულიაშვილის გოლმა გადაწყვიტა. გუნდის კაპიტანმა თავი 21-ე წუთზე გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოდ ორივე გუნდს დიდი დრო ჰქონდა, მერე ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც საქართველო და რუმინეთი ზაფხულში უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ლატვია - საქართველო 0:1 (0:1)

საქართველო: კუტალაძე - კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (კაპანაძე 46), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი (ფარულავა 46), ლომინაძე, გულიაშვილი (ჯინჯოლავა 71), კვერნაძე (გ. მამაგეიშვილი 84), გაგუა (ლომთაძე 59)

გოლი: 0:1 გულიაშვილი (21)

0.119409